soof
Tuesday, April 19, 2011
დიქტატურა — პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს ხელისუფლებას მართავს დიქტატორი — ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით.
მსოფლიოში თანამედროვე დიქტატორები არიან:ომარ ალ-ბაშირი,კიმ ჯონგ მე-2,ტან შვე,ჰუ ჯინტაო და სხვა.ამათგან ავირჩიე ომარ ალ-ბაშირი და შევეცდები მცირედი ინფორმაცია მაინც მოგაწოდოთ მასზე.
ომარ ალ-ბაშირი, სუდანის პრეზიდენტი. სათავეშია 1989 წლიდან.
ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს სასტიკად ვერ იტანს. მან თავის ქვეყანაში კოლოსალური ეთნიკური და რელიგიური წმენდა ჩაატარა. შედეგად 2 მილიონი ადამიანი გადაასახლა, 70 000 ადამიანი კი სიკვდილით დასაჯა.
2004 წლის ოქტომბერში ალ-ბაშირის მთავრობამ დაასრულა სუდანის მეორე სამოქალაქო ომი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და სისხლიანი კონფლიქტი სამხრეთი სუდანისთვის შეზღუდული ავტონომიის მინიჭებით. ალ-ბაშირს ხშირად აკრიტიკებენ მისი მოქმედებისთვის დარფურის ომის დროს, როდესაც სუდანის სამხედროების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად დაიხოცა 200,000-დან 400,000-მდე არაბი მოსახლე.ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს სასტიკად ვერ იტანს. მან თავის ქვეყანაში კოლოსალური ეთნიკური და რელიგიური წმენდა ჩაატარა. შედეგად 2 მილიონი ადამიანი გადაასახლა, 70 000 ადამიანი კი სიკვდილით დასაჯა.
2008 წლის ივლისში საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ბრალმდებელმა ლუის მორენო-ოკამპომ ალ-ბაშირს ბრალი დასდო გენოციდში, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებში და სამხედრო დანაშაულებში დარფურის კონფლიქტის დროს. 2009 წლის 4 მარტს საერთაშორისო სასამართლომ გასცა ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულების გამო, თუმცაა დაასკვნა, რომ მის გენოციდში დასადანაშაულებლად არ იყო საკმარისი საბუთები. ორდერს გაუგზავნიან სუდანის მთავრობას, რომელიც არ გამოთქვამს ალ-ბაშირის დაპატიმრების სურვილს. ალ-ბაშირი არის პირველი სახელმწიფოს მოქმედი ლიდერი, რომელზეც გაიცა დაპატიმრების სანქცია.
ვთვლი,რომ დიქტატორული რეჟიმი არ არის კარგი,რადგან ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მართავს ერთი ისეთი ადამიანი,რომელიც არაფრით არის შეზღუდული და ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება,რომ მმართველები არ ითვალისწინებენ საზოგადოების,ხალხის აზრს.
ის ფაქტი,რომ დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი სასტიკად ვერ იტანს განსხვავებულ აზრს ,უარყოფითი თვისებაა.ვთვლი,რომ აუცილებელია მოისმინო განსხვავებული აზრები ადამიანებისა,მიტუმეტეს როდესაც ხარ ქვეყნის მმართველი,უნდა ცდილობდე თითოეული მოქალაქისაგან გაიგო რაღაც ახალი და სასარგებლო.
ასევე მიუღებლად მიმაჩნია სიკვდილით დასჯა,ეს ფორმა შეიძლება სხვა სასჯელით შეიცვალოს.პატიმრობით ან რაიმე სხვა ფორმით,მაგრამ არა სიკვდილით დასჯა!
Subscribe to:
Posts (Atom)